ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა გამართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯემალ ბიბილეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი
1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების: გიორგი კიკვაძის, დავით ნიშნიანიძის, შალვა მშვილდაძისა და დავით დვალის პირადი განცხადებების განხილვის შესახებ.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან გასვლის თაობაზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების: მიხეილ გიორგაძისა და მამუკა სინაურიძის პირადი განცხადებებისა და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წერილობითი მომართვის განხილვის შესახებ.
