უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ინფრასრუქტურული სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.
სამუშაო პროცესს უქიმერიონის მაჟორიტარი დეპუტატი ამირან კოპალეიშვილი დღეს, მერის მოადგილესთან, გიორგი ცხაკაიასთან ერთად გაეცნო.
252 გრძივი მეტრი გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭანტურიას ქუჩაზე, სადაც მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა, ასევე, მოეწყობა საყრდენი კედელი. სამუშაოების ღირებულება 230 ათას ლარს შეადგენს.
მეწყრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს პეტრიწისა და გაფრინდაშვილის ქუჩებზე.
გაფრინდაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების დასრულების შედეგად მოხდება გაბაშვილის გორის გამაგრება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნა. აღნიშნული პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს.
