ევროკავშირის პროექტის „ქუთაისი ინტეგრირებული ტრანსფორმაცია მდგრადი განვითარებისთვის“ ფარგლებში, მ/წლის 24-29 ივნისს, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დელეგაცია სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა ბულგარეთში, ქუთაისის დამეგობრებულ ქალაქ გაბროვოში. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში, სადაც განხილული იქნა კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ქალაქების როლი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლების გამოცდილება ენერგეტიკული თემების მშენებლობების, ფოტოელექტრული სისტემების, ადგილობრივი გეოთერმული ენერგიის გამოყენების და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ენერგიის მართვის თემებზე. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა სახის შეხვედრები. გაბროვოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიზნად ისახავდა გამოცდილების გაზიარებას ენერგოეფექტურობის, ურბანული და ტრანსპორტის განვითარების კუთხით.
