▶ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 44-ე სხდომაზე დღის წესრიგით წარმოდგენილი ცხრა საკითხი დაამტკიცა.
🔹 სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი შენგელია უძღვებოდა
▶ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ცვლილება შევიდა საკრებულოს რეგლამენტში. ცვლილების მიზანია საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან“ და საქართველოს კანონთან „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“. საკრებულოს რეგლამენტიდან ამოღებულ იქნა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ შესაბამისი თავი და დამატებული იქნა ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები.
▶ საკითხის თანახმად, საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და საქართველოს კანონში „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შესახებ“ შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში იქმნება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭო.
▶ ცვლილება შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენებაში
▶ ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხაში
▶ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა (არასამეწარმეო) იურიდიული პირის "მადლიერების სახლის" 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მე-2 კვარტლის ჩათვლით გაწეული მუშაობის ანგარიში
▶ ცვლილება შევიდა საპრივატიზაციო ობიექტების გეგმასა და ნუსხაში
▶ დამტკიცებული საკითხის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „ჰაბიტატი თანასწორობის, მიღწევების და განვითარებისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაეცემა ქალაქ ქუთაისში, დუმბაძის ქ. N59-61-ში მდებარე შენობის მეორე გამოყოფილი ნაწილის პირველ სართულზე არსებული არასაცხოვრებელი ფართის ნაწილი (ფართობით 228.46 კვ.მ.).
▶ საკითხის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს ,,ქუთაისის ბოტანიკურ ბაღს - მედეას“ (ს/კ 412782127) პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობაში გადაეცა რუსთაველის გამზირი №2-ში (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 18 529.00 კვ.მ და მასზედ განთავსებული შენობანაგებობები, სკვერი; საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.03.21.352) და ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის გამზირი №2-ში მდებარე უძრავი ქონებები (არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ფართობით - 57.00 კვ.მ და მასზედ განთავსებული შენობანაგებობა, საჯარო რეესტრის ამონაწერი №03.03.21.351).
