ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ორი კომისიის გაერთიანებული სხდომა გამართა (იურიდიულ საკითხთა კომისია, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისია)
🔷სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების, არსებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვის შესახებ;
2️⃣ „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
3️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ;
4️⃣საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) გადამეტებისა და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფუნქციის საგამონაკლისო წესით გამოყენების შემთხვევაში მაკომპენსირებელი ღონისძიებების განსაზღვრის წესის შესახებ;
5️⃣არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მადლიერების სახლის“ ანგარიში 2024 წლის იანვრიდან 2025 წლის მე-2 კვარტლის ჩათვლით გაწეული მუშაობის შესახებ.
