ქუთაისში რუას ქუჩაზე, დამეწყრილ მონაკვეთებზე რკინა-ბეტონის ხიმინჯოვანი მესერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე დაიწყო ქეთევან წამებულის ქუჩაზე გადასასვლელი ხიდის აღდგენითი სამუშაოები.
აღნიშნული პროქტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, უქიმერიონის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ამირან კოპალეიშვილმა ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, თეიმურაზ ნადირაძესთან და მერიის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა
