ქუთაისში, ავტოქარხნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში გაიმართა კოლია ქვარიანის სახელობის ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
ტურნირის გახსნას დაესწრნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, რწმუნებულის პირველი მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი
შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
შეჯიბრში 70-მდე სპორტსმენი მონაწილეობს მთელი ქვეყნიდან. ტურნირის გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
