ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით 42-ე სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით განსაზღვრული ორი საკითხი დაამტკიცეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔷 ცვლილება შევიდა საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის N86-ე დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც ქალაქ ქუთაისში მდებარე საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების კაპიტალური შეკეთებისთვის, ასევე მაღლივ კორპუსებში არსებული ლიფტებისთვის სრული რეაბილიტაციისთვის გაზრდილი მოთხოვნებისა და ქალაქის მოსახლეობის სოციალური ფონის გათვალისწინებით ცვლილება შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მხრიდან თანადაფინანსების პროცენტულ წილში, რომლის მიხედვითაც ხუთ პროცენტამდე შემცირდა მოსახლეობის თანამონაწილეობა.
🔷 დღესვე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის 2024-2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიში მოისმინეს. ნაკლების ჩვენება