ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
🔷 სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დღის წესრიგი
1️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 დეკემბრის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
2️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
3️⃣ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ეკონომიკური განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონებისა და ტრანსპორტის მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის №12 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
4️⃣ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასებისა და დამტკიცების შესახებ
5️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენერალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 22 თებერვლის №182 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
6️⃣ქალაქ ქუთაისში, მამია ორახელაშვილის ქუჩისათვის ქართველი კინორეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის, რეზო ჩხეიძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1–ლი ივნისის №239 დადგენილებით დამტკიცებული წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის შესახებ
7️⃣ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის №40 საჯარო სკოლისათვის“ პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, ამავე სკოლის დამაარსებლის, მიხეილ არახამიას სახელის მინიჭების თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ
8️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 მარტის №359 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
9️⃣„ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობაში გასაცემი ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 29 მარტის №177 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ნაკლების ჩვენება