ქუთაისში სასურსათო ამანათების დარიგება 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოქალაქეებისთვის დაიწყო.
ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის თანამშრომლები , მთელი ქალაქის მასშტაბით, საცხოვრებელ ადგილებზე მიუტანენ მარტოხელა , ხანდაზმულ ადამიანებს სასურსათე პაკეტებს.
„ ახლა, როცა უკვე ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ჩვენი მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს შეზღუდული აქვს გადაადგილების საშუალება, უმნიშვნელოვანესია, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ თვითონ მივიდეთ და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით გადავცეთ საკვები პროდუქტები“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
სხვადასხვა სახის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტი თვითმმართველობას კერძო კომპანიებმა გადასცეს: მაღაზიათა ქსელმა ,,ფემილიმ", „ ლიდერფუდმა“ , „ მაგნიტმა“ , შპს „ფარმა“, შპს „მზიურმა“, შპს ,,არგომ" , შპს "ანიმ" ( ნიკეას ბაზრობა), ,კოკა კოლამ", ,,დეილმა", ,,ელვამ", ,,მონოპოლი გრუპი და ორი გოგომ" , ასევე, ბაგა-ბაღების გაერთიანებამ. სასურსათო ამანათები უკვე დარიგდა საფიჩხიის და გუმათის ტერიტორიულ ორგანოებში, პროცესი გრძელდება და 600-ვე მარტოხელა, ხანდაზმული მოქალაქე მათთვის განკუთვნილ ნობათს მალე მიიღებს.