ქუთაისში მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი დასრულდა. კინოთეატრ "საქართველოში " გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.
ცერემონიალს ესწრებოდა ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
“ოქროს დინოზავრი”, საუკეთესო ფილმისთვის გადაეცა ფილმს "გაუგონარ ამბები", რეჟისორი რამაზან ქილიჩი;
“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო რეჟისურისთვის - “ამაღლება”, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე;
“ოქროს დინოზავრი” საუკეთესო საოპერატორო ნამუშევრისთვის - “ღამის ბურგერი”, ოპერატორი
ჰარშვირ ობერაი ;
სტუდენტური ჟიურის პრიზი “მფრინავი მღებავი” გადაეცა ჯაუაჰინ ზენტარის ფილმს “მამაჩემის საფლავზე” .
ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ფილმმა "მოგზაურობა", რეჟისორი რიმანტას ოიჩენკო.
ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ მიხეილ კობახიძის სახელობის პრიზი “თეთრი ქოლგა” გადასცა ტან ჩე დინის ფილმს “ხაზზე დარჩით”.