ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 24-ე სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი დაამტკიცა.
სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე კომისიისა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურების ანგარიშები მოისმინეს.
მიღებული გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში, რომლის თანახმადაც გაიზარდა ქუთაისში განსახორციელებელი პროექტების რაოდენობა. აღნიშნული პროექტების დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება და ის 21,569,971,48 ლარს შეადგენს
2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე შესრულებული ანგარიში წარმოადგინა ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიამ.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ წარმოადგინა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ ანგარიში წარმოადგინა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურმა გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე .
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურმა ანგარიში წარმოადგინა 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ