ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუროს სხდომა გამართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია უძღვებოდა.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით წარმოდგენილ საკითხებზე იმსჯელეს.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის ანგარიში 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის ანგარიში 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის ანგარიში 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ანგარიში 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - სივრცის დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო ნებართვების სამსახურის ანგარიში 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში 2021-2024 წლებში დასაფინანსებელი პროექტების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 27 იანვრის № 347 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.