ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
№ 57
ქალაქი ქუთაისი 20 თებერვალი 2025 წელი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადი
სტრუქტურული ერთეულების: ადმინისტრაციული განყოფილების, საქმისწარმოებისა
და მოქალაქეთა მიღების განყოფილებისა და მედიასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების
ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად შიდა კონკურსის
გამოცხადების შ ე ს ა ხ ე ბ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 35-ე მუხლის, 49-ე
მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამსახურში კონკურსის
ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების 25 1 -ე
მუხლის, 25 2 -ე მუხლისა და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო
მოხელეებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2017 წლის 12 დეკემბრის №36 ბრძანების საფუძველზე, ვ ბ რ
ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. გამოცხადდეს შიდა კონკურსი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის
მეორადი სტრუქტურული ერთეულების: ადმინისტრაციული განყოფილების, საქმისწარმოებისა და
მოქალაქეთა მიღების განყოფილებისა და მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების
პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, საჯარო
სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის ( www.hr.gov.ge ) მეშვეობით, მ/წლის 20
თებერვლიდან, დანართის შესაბამისად.
(დანართი წინამდებარე ბრძანებას თან ერთვის)
მუხლი 2. კანდიდატებმა შიდა კონკურსში მონაწილეობის მიზნით, ელექტრონული განაცხადი და
კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინებით გათვალისწინებული სხვა აუცილებელი დოკუმენტები
წარადგინონ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე ( www.hr.gov.ge ), 2025 წლის 20
თებერვლიდან 2025 წლის 24 თებერვლის ჩათვლით.
მუხლი 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მეორადმა სტრუქტურულმა
ერთეულმა - ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებამ, უზრუნველყოს, შიდა კონკურსში
მონაწილეობისათვის კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების ძირითად და დამატებით მოთხოვნებთან
შესაბამისობის შემოწმება, განცხადებების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10
კალენდარულ დღეში.
მუხლი 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს, კანონით დადგენილი წესით, ქუთაისის საქალაქო
სასამართლოში (ვ.კუპრაძის ქუჩა №11), მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 5. ბრძანება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით.
2
საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის 2025 წლის 20 თებერვლის №57 ბრძანების
დანართი
ვ ა კ ა ნ ს ი ა №1
თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი
სპეციალისტი
პოზიციის დასახელება: ადმინისტრაციული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
(საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიაში)
კონკურსის ტიპი: შიდა კონკურსი
ორგანიზაცია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია: ადმინისტრაცია
განცხადების წარდგენის ვადა: 20.02.2025 – 24.02.2025
თანამდებობრივი სარგო: 1898 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქციები
საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტისკომისიის გამართული
საქმიანობის უზრუნველყოფა და კომისიის თავმჯდომარისათვის უფლებამოსილების განხორციელებაში
ხელშეწყობა; კომისიის საქმიანობის ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; კომისიის
თავმჯდომარისათვის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და რეგლამენტით დადგენილი წესით კომისიის
მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიშის მოზადებაში ხელშეწყობა; კომისიის დებულებით
განსაზღვრული დარგობრივი მიმართულებების საკითხებზე მუშაობა; კომისიის თავმჯდომარის საინფორმაციო
და ანალიტიკური უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში საკრებულოს სამართლებრივი აქტების
პროექტების შემუშავება, განხილვა და საკრებულოს სხდომისათვის მომზადება; კომპეტენციის ფარგლებში
საკრებულოში შემოსული დოკუმენტებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და დასკვნების
მომზადება; კომისიების სხდომების მომზადებისა და ჩატარების ორგანიზება; კომისიის სხდომების აუდიო
ჩანაწერების წარმოება, კორექტირება, კომისიის სხდომებზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა
ოქმების გაფორმება; კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის სახელზე შემოსული კორესპონდენციების
განხილვა, გაანალიზება და ანოტაცია, კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით მათზე საპასუხო წერილების
მომზადება; კომისიის თავმჯდომარესა და კომისიის წევრებთან მოქალაქეთა შეხვედრების ორგანიზება და
კომპეტენციის ფარგლებში მათთვის კონსულტაციის გაწევა; მოქალაქეთა მიღებისას დასმული საკითხების
შესრულების კონტროლი; ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი
დავალებების შესრულება
მოთხოვნები
მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;
საკონკურსო თემატიკა:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
3
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;
6. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
7. „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
8. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილება
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება, ცოდნის დონე: Microsoft Office Word - კარგი; Microsoft Office Excel - კარგი
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3
დამატებითი მოთხოვნები
კულტურის, განათლებისა და სპორტის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება;
სასურველია - უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა;
მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;
წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით; შიდა კონკურსი
ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ საჯარო
დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ
მოხელეს; შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა
დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები; "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში კანდიდატმა
უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი; კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ
დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების
წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში
მონაწილეობას; კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ
განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის
დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
4
გასაუბრება
ვ ა კ ა ნ ს ი ა №2
თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი
სპეციალისტი
პოზიციის დასახელება: საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების პირველი კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: შიდა კონკურსი
ორგანიზაცია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია: საქმისწარმოება
განცხადების წარდგენის ვადა: 20.02.2025 – 24.02.2025
თანამდებობრივი სარგო : 1898 ლარი
ადგილების რაოდენობა : 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქციები
ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით საქმისწარმოებისა და მომსახურების
განხორციელება; საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრებისა და საკრებულოს აპრატის
უფროსის სახელზე შემოსული განცხადებების, წერილებისა და სხვა დოკუმენტების რეგისტრაცია, აღრიცხვა,
ინდექსაცია, ადრესატებისა და შემსრულებლებისათვის დანაწილება დოკუმენტბრუნვის ავტომატიზებული
სისტემის მეშვეობით; საკრებულოდან გასული კორესპონდენციების დოკუმენტბრუნვის ავტომატიზებული
სისტემის მეშვეობით რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გადაგზავნა; ელექტრონული დოკუმენტბრუნვის
სისტემის მეშვეობით, შესრულებული დოკუმენტების საქმეში გაშვებისა და ჩამოწერის უზრუნველყოფა;
საქმეთა ნომენკლატურის მიხედვით, საკრებულოში შემოსული და საკრებულოდან გასული
კორესპონდენციების ელექტრონული დაარქივება; დოკუმენტების შესრულების მიმდინარეობისა და ვადების
დაცვის კონტროლი; კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისათვის კონსულტაციების გაწევა განცხადების
მომზადება - მიღების პროცედურებთან დაკავშირებით და შესრულებული დოკუმენტების თაობაზე
განმცხადებლისათვის შეტყობინებების დაგზავნა; საქმისწარმოებაში ბეჭდებისა და შტამპების სათანადო
გამოყენების წესების დაცვა; ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დამატებითი
დავალებების შესრულება
მოთხოვნები
მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;
საკონკურსო თემატიკა:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;
5
6. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
7. „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
8. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილება
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება, ცოდნის დონე: Microsoft Office Word - კარგი; Microsoft Office Excel - კარგი
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3
დამატებითი მოთხოვნები
საქმისწარმოების ან/და მოქალაქეთა მომსახურების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის
გამოცდილება;
სასურველია - უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა;
გუნდური მუშაობის უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;
კონფლიქტებისა და დავების მართვის უნარი
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით; შიდა კონკურსი
ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ საჯარო
დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ
მოხელეს; შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა
დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები; "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში კანდიდატმა
უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი; კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ
დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების
წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში
მონაწილეობას; კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ
განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება კომისიის მიერ ხმათა უმრავლესობით, განცხადების წარდგენის ვადის
დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში
კონკურსის ეტაპები
განცხადების გადარჩევა
გასაუბრება
6
ვ ა კ ა ნ ს ი ა №3
თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი
სპეციალისტი
პოზიციის დასახელება: მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების პირველი კატეგორიის
უფროსი სპეციალისტი
კონკურსის ტიპი: შიდა კონკურსი
ორგანიზაცია: ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
კატეგორია: საზოგადოებასთან ურთიერთობა
განცხადების წარდგენის ვადა: 20.02.2025 – 24.02.2025
თანამდებობრივი სარგო : 1898 ლარი
ადგილების რაოდენობა : 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქუთაისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ფუნქციები
საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების საინფორმაციო უზრუნველყოფა და მედიასთან
ურთიერთობა; საკრებულოს საქმიანობის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალების მომზადება, საკრებულოს
ვებგვერდზე და სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება; საკრებულოს თანამდებობის პირებისა და
საკრებულოს წევრების პრეს-კონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ჩატარების
საინფორმაციო უზრუნველყოფა; საკრებულოს საქმიანობის შესახებ საზოგადოებისათვის და მედია
საშუალებებისათვის ინფორმაციის მიწოდება, საკრებულოს ხელმძღვანელი პირებისა და წევრების მასობრივ
საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა
წარმომადგენლების ინფორმირება საკრებულოში დაგეგმილ ღონისძიებათა შესახებ; დაგეგმილი
ღონისძიებების პრეს-რელიზების მომზადება; მასმედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან თანამშრომლობა; ხელმძღვანელის მიერ, კომპეტენციის ფარგლებში გაცემული
დამატებითი დავალებების შესრულება
მოთხოვნები
მინიმალური განათლება: ბაკალავრი;
სამუშაო გამოცდილება: 2 წელი;
საკონკურსო თემატიკა:
1. საქართველოს კონსტიტუცია;
2. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
7
5. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია;
6. „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის
1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;
7. „საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილება;
8. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილება
კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები
პროგრამის დასახელება, ცოდნის დონე: Microsoft Office Word - კარგი; Microsoft Office Excel - კარგი; Microsoft
Office PowerPoint - კარგი
საკონკურსო კომისიის მისამართი: ქალაქი ქუთაისი, რუსთაველის გამზირი №3
დამატებითი მოთხოვნები
მედიასთან ან/და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის
გამოცდილება;
სასურველია - უცხო ენების (ინგლისური ან რუსული ან გერმანული) ცოდნა;
მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
ცვლილებებისა და სიახლეების ინიციირების უნარი;
დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
გუნდური მუშაობის უნარი;
სტრატეგიული და კომპლექსური აზროვნების უნარი;
დროის ეფექტიანი მართვის უნარი;
საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
ინფორმაციის შეგროვებისა და მონაცემთა ანალიზის უნარი;
მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირების უნარი;
წერილების, ანგარიშების, შეთავაზებების მომზადების უნარი
დამატებითი ინფორმაცია
კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადი უნდა წარადგინოს მხოლოდ ელექტრონული ფორმით
საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge მეშვეობით; შიდა კონკურსი
ცხადდება პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ საჯარო
დაწესებულების სისტემის მასშტაბით და მასში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს იქ დასაქმებულ
მოხელეს; შიდა კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას გასაუბრების საფუძველზე, რა
დროსაც მხედველობაში მიიღება მოხელის შეფასების შედეგები; "ჩემი რეზიუმეს" შესაბამის ველში კანდიდატმა
უნდა ატვირთოს სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, უმაღლესი განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტი; კანდიდატი, რომელიც განაცხადის გადარჩევის საფუძველზე ვერ
დააკმაყოფილებს დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს, ასევე, სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების
წარმოუდგენლობის/არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში
მონაწილეობას; კანდიდატებს კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგების შესახებ ინფორმაცია ეცნობებათ
განაცხადში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.
გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
8