სიახლეები

daviToba
დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნა 08 თებერვალი 2012

დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნა. ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო.ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ და იმერეთის გუმერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჩოხოსნებთან ერთად დიდი მეფის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ერთად გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვას დაესწრნენ, რომელიც ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავს პატივი მიაგეს.

ვრცლად
sajaro
ნიკოლოზ რურუამ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას 800 წიგნი და კომპიუტერები გადასცა 24 იანვარი 2012

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას და მის დაქვემდებარებაში მყოფ 12 ფილიალს 800 წიგნი და კომპიუტერები გადასცა

ვრცლად
bagrati
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ბაგრატის ტაძრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა 24 იანვარი 2012

დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან, იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან და ქუთაისის მერთან, გიორგი თევდორაძესთან ერთად ბაგრატის ტაძრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.

ვრცლად
first public school
პედაგოგთა ტრენინგს ქუთაისის მერი და განათლების მინისტრი დაესწრნენ 24 იანვარი 2012

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტრენინგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე დაესწრნენ. პროფესიული უნარების ტრენინგი იმ პედაგოგებისათვის მოეწყო, რომელთაც სხვა სასერთიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვთ და წელს მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდებისთვის ემზადებიან.

ვრცლად
verichka
ასწლოვანი იუბილარი 13 იანვარი 2012

ქუთაისში მცხოვრებ ვერიჩკა ბასილაძეს 100 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, მხცოვანი ქალბატონი ქალაქ ქუთაისი მერმა გიორგი თევდორაძემ მოინახულა და საახალწლო ნობათთან ერთად საჩუქრად 300 ლარი გადასცა . ქუთაისში ვერიჩკა ბასილაძე უკვე მეცხრე მოქალაქეა, რომელმაც ამ ასაკს მიაღწია.

ვრცლად
alilo
ტრადიციული ალილო ქუთაისში მერიის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო 07 იანვარი 2012

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო ქუთაისში, ადგილობრივი მერიის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო. მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე აქვს. ალილოს მონაწილეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დალოცა.

ვრცლად
misaloci
გილოცავთ ახალ წელს 01 იანვარი 2012

გილოცავთ ახალ წელს

ვრცლად
axali celi
31 დეკემბერს ქუთაისის რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები გაიმართა 31 დეკემბერი 2011

31 დეკემბერს ქუთაისის რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საბავშვო საესტრადო ანსამბლები, მოძრავი ბერიკების თეატრი და ანსამბლები ,,ბერმუხა“ და ,,ნაინაი“. ღონისძიებაზე ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე თვიმმართველობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასაახალწლო სანახაობები ,,ოქროს ჩარდახის“ ეზოში გოზინაყის დამზადება-დაგემოვნებით დასრულდა.

ვრცლად
comp
ქუთაისში 12 წლის გიორგი სულაქველიძემ, პრეზიდენტისაგან საახალწლო საჩუქრად კომპიუტერი მიიღო 30 დეკემბერი 2011

ქუთაისში 12 წლის გიორგი სულაქველიძემ, პრეზიდენტისაგან საახალწლო საჩუქრად კომპიუტერი მიიღო. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გიორგიმ კომპიუტერის თხოვნით პირადად მიწერა. სულაქველიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული

ვრცლად
beefest
ქუთაისში დღეს ქართული ფუტკრის ფესტივალი გაიმართა 28 დეკემბერი 2011

ქუთაისში დღეს ქართული ფუტკრის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობა მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტებმა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონიდან მიიღეს. ფესტივალზე სხვადასხვა სახეობის თაფლი, ფუტკრის რძე, შხამი, თაფლის სანთელი და მეფუტკრეობისთვის საჭირო ინვენტარი გამოიფინა.

ვრცლად