ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გასვლითი სხდომა გამართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა „სპეციალური სერვისების“ ანგარიში მოისმინეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარე გიორგი იობაშვილი უძღვებოდა.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1.არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სპეციალური სერვისების“ ანგარიში, 2026 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობისა და მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.