საქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი სიახლეებისაქართველოს უზენაესი სასამართლოს უახლესი სიახლეებიhttp://www.kutaisi.gov.gehttp://blogs.law.harvard.edu/tech/rssThu, 20 Jun 2013 07:00:00 +0400Thu, 20 Jun 2013 07:00:00 +0400kutaisi.gov.ge RSS Generatorქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყოქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 48-ე სხდომაზე მიიღეს. ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს ნიკოლოზ კაჭკაჭიშვილს დაევალა სტრუქტურული რეორგანიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა და ასევე მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების გაფრთხილება სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად შტატით გათვალისწინებულ თანამდებობათა შესაძლო შემცირებისა და სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/265http://www.kutaisi.gov.ge/news/id/265Sat, 18 May 2013 ქუთაისის მერია ბრალდებებს პასუხობსქუთაისის ვიცე მერმა ამირან ძოწენიძემ თვითმართველობის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. სპეციალურ ბრიფინგზე ძოწენიძემ გაზვიადებილი უწოდა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თენგიზ თოფურიძის ბრალდებებს რომელიც ადგილობრივ მთავრობას ერთი თვეა ოპონირებას უწევს. „ ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნათესავების დანიშვნას აქვს ადგილი, ასევე ვსარგებლობთ ავტომანქანებით და გვაქვს ზედმეტი ხარჯი, ამიტომაც ვიწყებთ შესაბამის პროცესებს“ განაცხადა ვიცე მერმა. მისი თქმით გაიყიდება მერიის ყველა ავტომანქანა, მათ შორის ადმინისტრაციის უფროსის, რომელიც მერიაში ყველა პრივილეგიით სარგებლობს. http://www.kutaisi.gov.ge/news/id/264http://www.kutaisi.gov.ge/news/id/264Tue, 29 Jan 2013 ღვაწლმოსილ ქუთაისელს იუბილე მიულოცესღვაწლმოსილი ქუთაისელს, სოსო ქიმუცაძეს მერიის თეთრ დარბაზში ქალაქის მერის მოადგილეებმა კოტე რატიანმა და ნიკო კაჭკაშიშვილმა იუბილე მიულოცეს საჩუქრად ტელევიზორი გადასცეს. სოსო ქიმუცაძეს იუბილე ქუთაისელების გარდა, დონეცკის მერმა წერილობით მიულოცა. სოსო ქიმუცაძე უკრაინის ქალაქ დონეცკის ოფიცილაური წარმომადგენელია ქუთაისში. იგი 30 წლის მანძილზე დინეცკის მაღაროში მუშაობდა. საპატიო მაღაროელის წოდებასთან ერთად, სოსო ქიმუცაძემ ქუთაისში დაბრუნების შემდეგ აქტიური მუშაობა დაიწყო ქუთაისისა და დონეცკის დაახლოებისათვის. http://www.kutaisi.gov.ge/news/id/262http://www.kutaisi.gov.ge/news/id/262Thu, 10 Jan 2013 საშობაო მსვლელობა ქუთაისშიც გაიმართა7 იანვარს, შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქუთაისში ალილოს ტრადიციული საზეიმო მსვლელობა მოეწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან შეკრებილი მეალილოეები დალოცა. ალილოს მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩები ხარ-ურმის საშუალებით შემოიარეს და მოქალაქეებისაგან შემოწირულობა და ტკბილეული შეაგროვეს. მსვლელობაში მონაწილეებს შემოწირულობა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც გადასცეს. http://www.kutaisi.gov.ge/news/id/260http://www.kutaisi.gov.ge/news/id/260Mon, 07 Jan 2013 თეატრალური ფესტივალიპირველად ქუთაისში 7- 15 იანვრის ჩათვლით მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ქართული თეატრის კვირეული გაიმართება, რომელშიც წამყვანი თეატრალური დასები მიიღებენ მონაწილეობას პროგრამაშია: http://www.kutaisi.gov.ge/news/id/261http://www.kutaisi.gov.ge/news/id/261Mon, 07 Jan 2013 ქალაქის მერის მილოცვაქალაქის მერის მილოცვაhttp://www.kutaisi.gov.ge/news/id/258http://www.kutaisi.gov.ge/news/id/258Mon, 31 Dec 2012 საახალწლო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოეწყოქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის,განათლების,ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით 31 დეკემბერს ტრადიციული ღონისძიებები გაიმართა. ნიღბებისა და ბერიკების თეატრალურმა დასებმა სპეციალურად პატარებისთვის ცნობილი ზღაპრის პერსონაჟები გააცოცხლა. წელს პირველად წარმოდგენილი იყო ნაძვის ხეების თემატური გამოფენა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქუთაისში მცხოვრები დიზაინერები, შედგა ტრადიციული გოზინაყის ფესტივალი, სადაც საახალწლო ტკბილეული უფასოდ დაურიგდათ პატარებს.დღის ბოლოს პროგრამა კონცერტით დასრულდა, რომელშიც მონაწილეობა ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/259http://www.kutaisi.gov.ge/news/id/259Mon, 31 Dec 2012 ქუთაისის მერიაში წარმატებული სპორტსმენები დააჯილოდოვესწლის წარმატებული 10 საუკეთესო სპორტსმენი და 10 მწრთვნელი ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში დააჯილდოვეს. სპორტსმენებს საჩუქრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს. ათეულში შემავალ ყველა სპორტსმენს ფულადი პრიზები და საჩუქრები გადაეცათ . თითოეულმა საჩუქრად 1000 ლარი მიიღო. მათ შორის წლის საუკეთესო სპორტსმენად ძალოსანი რაულ ცირეკიძე დასახელდა. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა დღესვე პრიზები სპეციალური კომისიის მიერ დასახელებულ წლის საუკეთესო გუნდებს გადასცა. წარმატებებისათვის საკალთბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010” , საფეხბურთო კლუბი ,,ტორპედო” და ბალახის ხოკეის მამაკაცთა გუნდი დააჯილდოვეს. ფულადი საჩუქრები წარმატებულ სპორტსმენტა მწრთვნელებმაც მიიღეს. http://www.kutaisi.gov.ge/news/id/263http://www.kutaisi.gov.ge/news/id/263Mon, 31 Dec 2012 ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე 43–ე სხდომა გამართა ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე 43–ე სხდომა გამართა. სხდომაზე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის 2010 და 2011 წლის რამდენიმე დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ერთ–ერთი ცვლილება ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური ნოძრაობის“ შემადგენლობაში ორი დეპუტატის, ვიტალი ბოჭორიშვილისა და ნოე კუხიანიძის დაბრუნებას შეეხებოდა. დეპუტატებმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებაში ახალი მმართველი ძალის მოსვლის შედეგად შექმნილი სიტუაციის შემდეგ დატოვეს, თუმცა მალევე გადაწყვეტილება დაბრუნების შესახებ მიიღეს. საკრებულოს წევრემა საკითხს მხარი დაუჭირეს. დღეიდან ფრაქციის „ერთინი ნაციონალური მოძრაობა“ შემადგენლობაში რვა წევრი იქნება. http://www.kutaisi.gov.ge/news/id/256http://www.kutaisi.gov.ge/news/id/256Wed, 19 Dec 2012 საქართველოს პრეზიდენტი ქუთაისის საკრებულოს წევრებს შეხვდასაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ქუთაისში საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე, ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე ესწრებოდნენ. ქვეყნის პირველმა პირმა თვითმართველობისა და დეცენტრალიზაციის მნიშვნელობაზე, ასევე, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში ფუნქციონირების აუცილებლობაზე ისაუბრა. "პარლამენტი უნდა იყოს ქუთაისში! საქართველო უნდა იყოს დეცენტრალიზებული და ეს არის კარგი თბილისისთვის, ეს არის კარგი ქუთაისისთვის და ეს არის კარგი საქართველოსა და მისი ერთიანობისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. შეხვედრისას, მან ყურადღება რეგიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა, რაც, მისივე თქმით, როგორც რეგიონის განვითარების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების გარანტიაა.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/257http://www.kutaisi.gov.ge/news/id/257Wed, 19 Dec 2012 საკრებულოს სხდომაზე სამსახურების ანგარიშები მოისმინეს ქალაქ ქუთაისის საკრებულოს რიგით 25–ე სხდომა ანგარიშების მოსმენით დაიწყო. დეპუტატებს შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიში ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა კახა ხვარეშიამ და ქუთაისის საკრებულოს საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ მერაბ მეშველიანმა წარმოუდგინეს.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/255http://www.kutaisi.gov.ge/news/id/255Thu, 29 Nov 2012 ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 42 სხდომა ქალაქ ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე 42–ე სხდომა გამართა. სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქ ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციის შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 17 ივნისის N15 განკარგულებაში ცვლილება შეიტანეს. რისი საფძველიც ფრაქციის ოთხი დეპუტატის მიერ დატოვება იყო. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ვიტალი ბოჭორიშვილმა, მანანა კიკაბიძემ, ირინა ივანეიშვილმა და ნოე კუხიანიძემ დატოვეს.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/254http://www.kutaisi.gov.ge/news/id/254Thu, 15 Nov 2012 ქალაქის მერმა და მხარის გუბერნატორმა საბავშვო ბაღები მოინახულესქუთაისის მერმა ბესიკ ბრეგაძემ იმერეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძესთან ერთად დღეს საბავშვო ბაღები მოინახულა. ვიზიტის მიზანი სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა იყო. ძირითად პრობლემად რამდენიმე ინფრასტრუქტურული ხარვეზი და აღსაზრდელთა რაოდენობის მატება გამოიკვეთა. ქუთაისში სულ 35 სკოლამდელი დაწესებულებაა სადაც 89 072 აღსაზრდელია. საბავშვო ბაღები ბიუჯეტიდან 5 მილიონ 229 ათასი ლარით ფინანსდება. მშობელი მომსახურებისთვის ყოველთვიურად 14 ლარს იხდის, პედაგოგთა საშუალო ხელფასი კი 300 ლარს შეადგენს. 2012 წლის დასაწყისში ქუთაისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობა 5 000 შეადგენდა. აღნიშნული რიცხვი წლის ბოლოს გაორმაგდა, რის გამოც საბავშვო ბაღების გაერთიანება რამოდენიმე ბაღის დამატების საჭიროებას არ გამორიცხავს. http://www.kutaisi.gov.ge/news/id/249http://www.kutaisi.gov.ge/news/id/249Tue, 23 Oct 2012 შეხვედრა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ქუთაისის მერი ბესიკ ბრეგაძე და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე მერიის სამსახურების უფროსებს და მუნიციპალიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე გუბერნატორმა ახალი ინიციატივა დააანონსა. მერიის სტრუქტურული მოდერნიზება, მართვის ტერიტორიული ორგანოების გაზრდა–სრულყოფა და პროექტის „ბიუჯეტი ხალხთან ერთად" ფორმატის შეცვლა. მათი განცხადებით, მოდერნიზებული პროექტი მერიისა და მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქის მეტ ჩართულობას http://www.kutaisi.gov.ge/news/id/247http://www.kutaisi.gov.ge/news/id/247Mon, 22 Oct 2012 ქუთაისის საკრებულომ ახალი მერი აირჩიაქუთაისს ახალი მერი ყავს. ბესიკ ბრეგაძე ქუთაისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით აირჩია და იგი დღეიდან შეუდგა უფლებამოსილების შესრულებას. ბესიკ ბრეგაძე დაიბადა ქ.ქუთაისში 1978 წლის 11 აგვისტოს. სწავლობდა ქალაქის 22–ე საშუალო სკოლაში,1995წელს დაამთავრა ქუთაისის ეკონომიკური ლიცეუმი. 1999 წელს დაამთავრა თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აპარატის უფროსად (1997–99წწ.), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მაკრო–ეკონომიკური დაგეგმარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი(1999–2000წწ.),საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახანძრო სამსახურის აუდიტი–აღრიცხვისა და ხელშეკრულებების დამოწმებების სამმართველოს უფროსი (2000–2001 წწ.)ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის პროექტების დირექტორის მოადგილე (2002–2005 წწ.), ქუთაისის მერის მოადგილე (2005 წ.),ქუთაისის საკრებულოს წევრი(2010 –2012წწ. ) ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/248http://www.kutaisi.gov.ge/news/id/248Mon, 08 Oct 2012 ქალაქის ქუთაისის საკრებულომ დღეს რიგგარეშე N41 სხდომა გამართა. ქალაქის ქუთაისის საკრებულომ დღეს რიგგარეშე N41 სხდომა გამართა. სხდომაზე საკრებულოს წევრებმა მერის თანამდებობაზე ბესიკ ბრეგაძე დაამტკიცეს. ბესიკ ბრეგაძე ქალაქ ქუთაისის საკრებულოს წევრი იყო. საკრებულოს წევრობის უფლებამოსილება მას დღესვე შეუწყდა. http://www.kutaisi.gov.ge/news/id/253http://www.kutaisi.gov.ge/news/id/253Mon, 08 Oct 2012 ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება N1169ქალაქ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანება N 1169 5 ოქტომბერი 2012 წელი ქალაქ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 41–ე სხდომის მოწვევის შესახებ http://www.kutaisi.gov.ge/news/id/252http://www.kutaisi.gov.ge/news/id/252Fri, 05 Oct 2012 ქუთაისის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართაქალაქ ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე 39–ე სხდომაზე ერთი საკითხი განიხილეს. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადგილობრივი ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსმა ვალერი თევდორაძემ დეპუტატებს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე საკუთრების უფლების მიტოვების შესახებ განკარგულების პროექტი გააცნო. პროექტის მიხედვით ქალაქის საკუთრებაში არსებულ შვიდ შენობაზე მიტოვებული იქნა საკუთრების უფლება და ისინი სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა. გადაწყვეტილების შედეგად კი უახლოეს მომავალში აღნიშნულ ბინებში არსებული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სოციალურად დაუცველ იმ ოჯახებს გადაცემათ, რომლებიც ამ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობენ .http://www.kutaisi.gov.ge/news/id/251http://www.kutaisi.gov.ge/news/id/251Mon, 03 Sep 2012 გიორგი თევდორაძის მიმართვაჩვენ გვეიღბლა იმ ეპოქაში მოღვაწეობა, რომელიც ქუთაისის ისტორიაში განსაკუთრებული ბრწყინვალებით შევა. უძველესი წარსულის ქალაქს მომავლის რეალური პერსპექტივა გაუჩნდა, როგორც პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ ცენტრს და საპარლამენტო ქალაქს საქართველოს მეორე დედაქალაქის სტატუსით. ქუთაისში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ისტორიულ ცენტრს,მესხიშვილის თეატრს,აშენდა ოპერის თეატრი და მუსიკალური დარბაზი, საუკუნის პრობლემა გდაწყდა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ახალ შენობაში განთავსებით. გაკეთდა ველობილიკები, ყინულის მოედანი, განხორციუელდა ბევრი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სრულდება ბაგრატის ტაძარი მისი ახალი სიცოცხლით, ქართველთა სახელმწიფოებრივი ძლიერებისა და ერთიანობის სიმბოლიკით.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/241http://www.kutaisi.gov.ge/news/id/241Thu, 16 Aug 2012 ქუთაისის მერი გიორგი თვედორაძემ თანამდებობიდან გადადგაქუთაისის საკრებულომ დღეს მერის გიორგი თევდორაძის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყევტილება მიიღო. საკრებულოს განცხადებით თავად გიორგი თევდორაძემ მიმართა. იგი დღემდე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ქუთაისის მერად გიორგი თვედორაძე 2009 წლის დეკემბერში აირჩიეს და აღნიშნული თანამდებობა 2012 წლის 16 აგვისტომდე ეჭირა. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, მასთან ერთად გაწეული მუშაობისათვის მან მადლობა გადაუხადა საკრებულოს წევრებსა და თანაგუნდელებს.http://www.kutaisi.gov.ge/news/id/242http://www.kutaisi.gov.ge/news/id/242Thu, 16 Aug 2012