ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან-გუბერნატორთან ლაშა მაქაცარიასთან და ქუთაისის მერთან გიორგი თევდორაძესთან ერთად ქუთაისის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობაში ამერიკული კუთხე გახსნა. ამერიკის ელჩმა და იმერეთის გუბერნატორმა ორი ქვეყნის დიპლომატიური და მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ვრცლად
ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ძალაოსნობაში ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე მერიის თეთრ დარბაზში მიიღო. სპორტსმენმა 10–14 აპრილს თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. ცირეკიძემ ამავდროულად ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურიც მოიპოვა.ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ ძალოსანს სამახსოვრო დიპლომი და ფასიანი საჩუქრები გადასცა გარდა ამისა რაულ ცირეკიძესა და მის მწვრთნელს ქუთაისის მერიამ ფულადი პრემიები ჩაურიცხა.
ვრცლად
ქუთაისში ახალი სასტუმრო ,,ბაგრატის“ მშენებლობა დაიწყო. ექვსსართულიანი, მრავალპროფილიანი სასტუმრო თანამედროვე დიზაინით, საკონფერენციო დარბაზით,სპა–სალონით, ფიტნეს და გასართობი ცენტრებით იქნება აღჭურვილი. ახალი სასტუმროს მშენებლობისათვის 1 800 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მშენებლობაზე ადგილობრივი კადრები დასაქმდებიან.
ვრცლად
ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ. საჯარო შეხვედრა საერთაშორისო ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს და შვედეთის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (SIDA) დახმარებით გაიმართა.
ვრცლად
ძეგლთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ინიციატივით მსვლელობა მოწამეთის მონასტრის მიმართულებით მოეწყო. მსვლელობაში მონაწილება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებმა და სტუდენტებმა მიიღეს.
ვრცლად
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ქალაქის ყველა სასაფლაო კეთილმოწყობილი იქნება. სასაფლაოები დღეს ქუთაისის მერმა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. დასუფთავდა და მოწესრიგდა სასაფლაოებთან მისასვლელი გზები. როგორც გიორგი თევდორაძემ განაცხადა აღდგომის დღესასწაულთამ დაკავშირებით სასაფლაოების მიმართულებით საქალაქო ტრანსპორტი უფასოდ იმუშავებს.
ვრცლად
ქუთაისში 9 აპრილის მემორიალთან სანთლების აქცია მიმდინარეობდა. ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ ღირსეულ მამულიშვილთა ხსოვნის პატივსაგებად სანთლები დილიდან დაინთო. სანთლების აქციაში მონაწილეობას ნებისმიერი მსურველი იღებდა.
ვრცლად
ქუთაისის მერი, გიორგი თევდორაძე, პროფესიულ კოლეჯ „იბერიას“ მასწავლებლებს და სტუდენტებს მერიის თეთრ დარბაზში შეხვდა. აღნიშნული სასწავლებლის სტუდენტებისა და პედაგოგების 26-კაციანი შემადგენლობა პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაემგზავრება. ისინი 5 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით საწარმოო პრაქტიკას გაივლიან.
ვრცლად
ქუთაისის წყალბურთელთა უმცროსი ასაკის ნაკრებმა, რამდენიმე დღის წინ, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გუნდმა, საქართველოს ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ქუთაისის მერმა, გიორგი თევდორაძემ, წყალბურთელთა ნაკრებს მერიის თეთრ დარბაზში უმასპინძლა. შეხვედრაზე გიორგი თევდორაძემ ახალი ინიციატივა გააჟღერა და ნაკრებს შეჯიბრზე ქუთაისის დროშით ასპარეზობა შესთავაზა.
ვრცლად
ქუთაისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე ქვემო ქართლისა და სამცხეთ ჯავახეთის სომხურ ენოვანი საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდნენ. ზურაბ ჟვანიას სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში 82 დირექტორი ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსს გადიან.
ვრცლად