Kutaisi

სიახლეები

31 დეკემბერს ქუთაისის რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები გაიმართა

axali celi
31 დეკემბერი 2011

31 დეკემბერს ქუთაისის რეაბილიტირებულ ისტორიულ უბანში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები გაიმართა. შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ საბავშვო საესტრადო ანსამბლები, მოძრავი ბერიკების თეატრი და ანსამბლები ,,ბერმუხა“ და ,,ნაინაი“. ღონისძიებაზე ქალაქის მერი გიორგი თევდორაძე თვიმმართველობის წარმომადგენლებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იმყოფებოდა. წინასაახალწლო სანახაობები ,,ოქროს ჩარდახის“ ეზოში გოზინაყის დამზადება-დაგემოვნებით დასრულდა.
დღესვე ქალაქის მერი გიორგი თევდორაძემ ახალ წელს მიულოცა სახანძრო, საპატრულო და სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. 12 საათზე კი მთავრობის სახლის წინ კონცერტი გაიმართა ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით. საახალწლო კონცერტი გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.