Kutaisi

სიახლეები

დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნა

daviToba
08 თებერვალი 2012

დღეს ქუთაისში დავითობა აღინიშნა. ქალაქში სადღესასწაულო ღონისძიებები დილიდანვე დაიწყო.ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ და იმერეთის გუმერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ჩოხოსნებთან ერთად დიდი მეფის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს და შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან ერთად გელათის სამონასტრო კომპლექსში საზეიმო წირვას დაესწრნენ, რომელიც ქუთათელ- გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დავით აღმაშენებლის საფლავს პატივი მიაგეს.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. დავით ბაქრაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისის ცენტრალურ მოედანსა და მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა, შეხვდა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს. დღის ბოლოს კი ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში გიორგი უშიკიშვილისა და ქუთაისის სახელმწიფო სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტს დაესწრო.