სიახლეები

პედაგოგთა ტრენინგს ქუთაისის მერი და განათლების მინისტრი დაესწრნენ

first public school
24 იანვარი 2012

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებელთა ტრენინგს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ქუთაისის მერი გიორგი თევდორაძე დაესწრნენ. პროფესიული უნარების ტრენინგი იმ პედაგოგებისათვის მოეწყო, რომელთაც სხვა სასერთიფიკაციო გამოცდები ჩაბარებული აქვთ და წელს მხოლოდ პროფესიული უნარების გამოცდებისთვის ემზადებიან. საგაკვეთილო პროგრამის დაგეგმასა და სხვა პროფესიულიუ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე ტრენინგებს მაღალკვალიფიციური ტრენერები ატარებენ.შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სულ მალე ქუთაისში მასწავლებელთა სახლიც გაიხსნება. ,, მისასალმებელია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივა, რომ წელს მასწავლებელთა სახლი გაიხსნას ქუთაისში, სადაც პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ. ისეთი ქალაქისათვის როგორიც ქუთაისია, ეს არის მნიშვნელოვანი შენაძენი“ -განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ