დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საააგენტოს გენერალურ დირექტორთან, ნიკოლოზ ვაჩეიშვილთან, იმერეთის გუბერნატორ ლაშა მაქაცარიასთან და ქუთაისის მერთან, გიორგი თევდორაძესთან ერთად ბაგრატის ტაძრის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა.
ბაგრატის ტაძრის კვლევითი და არქოლოგიური სამუშაოები 2005-2007 წელს კულტურული მემეკვიდრეობის დაცვისა და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. 2008 წელს მომზადებული ძეგლის კონსტრუქციული გამაგრების სრული პროექტის მიხედვით, 2009 წელს სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის შემოდგომაზე დასრულდება.
ნიკოლოზ რურუამ ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც მოინახულა. თეატრის შენობის რეაბილიტაცია 2011 წლის ნოემბერში დაიწყო და მისი გახსნა 2012 წლის 2 მაისს იგეგმება.