სიახლეები

ნიკოლოზ რურუამ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას 800 წიგნი და კომპიუტერები გადასცა

sajaro
24 იანვარი 2012

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკას და მის დაქვემდებარებაში მყოფ 12 ფილიალს 800 წიგნი და კომპიუტერები გადასცა. მინისტრი ბიბლიოთეკაში მომუშავე ადამიანებს გაესაუბრა და მათ პრობლემებს გაეცნო. ნიკოლოზ რურუამ, ქუთაისის მერთან გიორგი თევდორაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ბიბლიოთეკაში არსებული უძველესი ხელნაწერები და წიგნები დაათვალიერა.