სიახლეები

ასწლოვანი იუბილარი

verichka
13 იანვარი 2012

ქუთაისში მცხოვრებ ვერიჩკა ბასილაძეს 100 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით, მხცოვანი ქალბატონი ქალაქ ქუთაისი მერმა გიორგი თევდორაძემ მოინახულა და საახალწლო ნობათთან ერთად საჩუქრად 300 ლარი გადასცა . ქუთაისში ვერიჩკა ბასილაძე უკვე მეცხრე მოქალაქეა, რომელმაც ამ ასაკს მიაღწია. ყველა შემთხვევაში, ქალაქის თვითმმართველობა მსგვასი ადამიანების მიმართ ყურადღებას იჩენს. ვერიჩკა ბასილაძეს სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი, თხუთმეტი შვილთაშვილი და ერთი შვილთაშვილის შვილი ჰყავს. გიორგი თევდორაძემ ხანდაზმულ ქალბატონს მხნეობა და დღეგრძელობა უსურვა.