სიახლეები

ტრადიციული ალილო ქუთაისში მერიის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო

alilo
07 იანვარი 2012

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო ქუთაისში, ადგილობრივი მერიის ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო.
მსვლელობას ტრადიციულად თეატრალიზებული სახე აქვს. ალილოს მონაწილეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, მეუფე კალისტრატემ დალოცა.
ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ალილოს მონაწილეებს ტკბილეული და სხვადასხვა ფასიანი საჩუქრები გადასცა და მსვლელობის მონაწილეებს შობა მიულოცა.
ალილო ქუთაისის ქუჩების მოლოცვის შემდეგ დასრულდება. მსვლელობას გზადაგზა მოსახლეობაც უერთდება. შეგროვილ სურსათ-სანოვაგეს ალილოს მონაწილეები წყალწითელას მოხუცთა პანსიონატს და ინვალიდთა სახლებს გადასცემენ.