პროექტები

municipality
მართვის ტერიტორიული ორგანოების ოფისები

მართვის ტერიტორიული ორგანოების ოფისების მშენებლობა 2011 წლის მაისში დაიწყო. მიმდინარე წელს მუხნარის, ძელქვიანის, გამარჯვებისა ნიკეას ტერიტორიული ორგანოებმა ახალ, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ გამჭირვალე შენობებში დაიდეს ბინა. მშენებლობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 470 ათასი ათასი ლარი დაიხარჯა.

ვრცლად
ყინულის მოედანი
ყინულის მოედანი

ყინულის სასახლე, რომელიც თანამედროვე დონის სპორტულ კომპლექსს წარმოადგენს 600 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული. სპორტულ კომპლექსში ყინულის მოედნის გარდა სატრენაჟორო დარბაზი, მასაჟის ოთახები და კეთილმოწყობილი საშხაპეებიცაა განლაგებული. ყინულის მოედნის მშენებლობისთვის 650 ათასი ლარი დაიხარჯა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო

ვრცლად
chavchavadze avenue
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია

ქუთაისის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყობა ჭავჭავაძის გამზირი. პროექტი გამზირის გამწვანებას, ტროტუარების ქვაფენილით მოპირკეთებას, შენობების ფასადების შეკეთებას, გზის სავალი ნაწილის თანამედროვე სტანდარტებში მოქცევას, განათების დამონტაჟებას და ველოტრასის მოწყობას ითვალისწინებს. ველოტრასა 6 კილომეტრი სიგრძის იქნება და აღმაშენებლის გამზირზე არსებულ ველობილიკს შეუერთდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონი ლარია. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

ვრცლად
რაგბის მოედანი ქუთაისში

რაგბის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი 8 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. კომპლექსში 4 სრული მოედანი (3 ბუნებრივი და 1 ხელოვნური საფარით), რაგბის აკადემია, სასტუმრო, საერთო საცხოვრებელი, სასადილო, გასახდელები, და ავტოსადგომი იქნება. კომპლექსის მშენებლობა 2 ეტაპად განხორციელდება და 2013 წლის ბოლოს დასრულდება.

ვრცლად
პალმები
პალმების ხეივანი

ვაშინგტონის ჯიშის 300 ძირი პალმა აღმაშენებლის პროსპექტის კილომეტრნახევრიან ზოლზე გაშენდა. აქვე მოეწყო მისწისქვეშა სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა სპეციალური ღამის განათება, დაიგო ფილები და მინდვრის საფარი, დაიდგა ქვის დეკორატიული ძელ-სკამები, შეიცვალა მიმდებარე შენობების იერ-სახე. პალმების ხეივნის მოსაწყობად 960 ათას ლარი დაიხარჯა. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პალმების კილომეტრნახევრიანი ხეივანი აღმაშენებლის პროსპექტზე, ველობილიკის ერთ-ერთ ცენტრალურ მონაკვეთს ამშვენებს.

ვრცლად
bridges
ქუთაისის ისტორიული ხიდების რეაბილიტაცია

ქალაქის კოლორიტული იერსახის შენარჩუნებისათვის ისტორიული ხიდების – თეთრი,წითელი და ჯაჭვის ხიდების რეაბილიტაცია განხორციელდა. სავალ ნაწილებზე შეიცვალა არსებული ფილები, მოხდა პლასტმასის პროფილების სრული დემონტაჟი და განახლდა რკინის კონსტრუქციები, რომლებიც ორი საუკუნის წინ ადგილობრივი მთავრობის შეკვეთით, ლონდონსა და პარიზში დამზადდა. ქუთაისის ხიდებს შორის უძველესია ჯაჭვის ხიდი, რომელიც მერვე საუკუნეში ლეონ მეფემ ააგო. სამივე ხიდის რეაბილიტაციის ღირებულება 240 000 ლარს შეადგენს. პროექტი ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ვრცლად
central square
ქუთაისის ცენტრის რეაბილიტაცია

ქუთაისის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. მოედნის ცენტრში მოეწყობა 30 კოლხური ქანდაკებით დამშვენებული ფერადი შადრევანი, რომლის ჭავლის სიმაღლე 1 მეტრიდან 2,5 მეტრამდე, ხოლო ჭავლის გაშლის სიგრძე 95 მეტრი. მოედანი მთლიანად ფილებით მოპირკეთდება.

ვრცლად