დაძმობილებული ქალაქები
1999 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ დონეცკს შორის დაიდო მეგობრობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც განახლდა 2001 წელს. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი აქტიური მონაწილეობა. დონეცკის ქუჩის გახნა ქალაქ ქუთაისში.
2005 წლის 23 ნოემბერს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ზაპოროჟიეს შორის დაიდო ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი მონაწილეობა.
2002 წლის 12 ოქტომბერს ურთიერთობების განახლების მიზნით დაიდო ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ლვოვს შორის ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი აქტიური მონაწილეობა.
2007 წელს დაიდო ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ჟიტომირს შორის მეგობრობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი აქტიური მონაწილეობა.
2005 წლის 23 აგვისტოს დაიდო ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ხარკოვს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, მეცნიერულ-ტექნიკურ და ჰუმანიტარულ-კულტურულ სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი აქტიური მონაწილეობა.
2007 წლის 14 სექტემბერს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ დნეპროპეტროვსკს შორის დაიდო მეგობრობის, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი მონაწილეობა.
აშკელონი (ისრაელის სახელმწიფო)
1997 წლის 14 ივლისს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ აშკელონს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი მონაწილეობა.
1995 წლის 3 მაისს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ განჯას შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი მონაწილეობა.
კოლუმბია (ამერიკის შეერთებული შტატების მისურის შტატი)
1997 წლის 27 აპრილს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ კოლუმბიას შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ხასიათის ღონისძიებებში ორმხრივი მონაწილეობა. ქალაქ ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ქალაქ კოლუმბიის მერს დარვინ ჰინდმანს. საჩუქრის სახით მედიკამენტები და წიგნები გადმოეცა ქალაქს.
ნიუპორტი (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, უელსი)
1989 წლის 2 ოქტომბერს დაიდო ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ნიუპორტს შორის პარტნიორული კავშირების შესახებ ხელშეკრულება. აქტივობები: კულტურული ღონისძიებები: ნიუპოორტის ქუჩის გახსნა ქალაქ ქუთაისში, ქალაქ ქუთაისის ქუჩის გახსნა ქალაქ ნიუპორტში. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მეხანძრეთა გადამზადება ქალაქ ნიუპორტში. საჩუქრის სახით მსუბუქი ავტომობილების გადმოცემა ქალაქისათვის. სასწავლო ნივთებისა და სპორტული ტანისამოსის გადმოცემა მოსწავლეთათვის.
2009 წლის 6 ივლისს ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ პოზნანს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება. აქტივობები: განხორციელდა პროექტი "ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობა", რომლის ფარგლებში ქუთაისის თვითმმართველობის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქ. პოზნანის თვითმმართველობის სისტემას, დაკვირვებოდნენ თვითმმართველობის მუშაობის სტილს და გაეღრმავებინათ პროფესიული გამოცდილება.
2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის 4 თანამშრომელი ევროკავშირის პროექტებზე მუშაობის საკითხებში გამოცდილების გაზიარების მიზნით 2 თვით იქნა მივლინებული ქალაქ პოზნანში პროექტის „პოლონური დახმარების“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებული იყო პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტოროს მიერ. შედეგად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონელ პარტნიორებთან 2 პროექტის განხორციელებაზე (მუნიციპალური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შესახებ). 2011 წლის აპრილში ქალაქ ქუთაისის მერიის 4 თანამშრომელი მივლინებულ იქნება ეკონომიკის ფორუმზე და ტრეინინგ-სემინარებზე ქალაქ პოზნანის მერიაში. პროექტი ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ პოზნანში.