თეატრი

ლ.მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი საზეიმოდ გაიხსნა 1955წლის 5 ნოემბერს.

ქუთაისში ჯერ კიდევ 1859 წლიდან იმართებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები აკაკი წერეთლის, დიმიტრი ბაქრაძის, ანტონ ლორთქიფანიძის, გიორგი ღოღობერიძის, ეფროსინე კლდიაშვილისა და სხვათა ხელმძღვანელობით, რომლებმაც მტკიცე ნიადაგი შეუქმნეს ქუთაისში პორფესიული თეატრის დამკვიდრებას. იდგმებოდა გ.ერისტავის, ზ.ანტონოვის, ა.წერეთლის, გ.სუნდუკიანის, მოლიერის პიესები. 1880 წელს ჩამოყალიბდა ქუთაისის მუდმივი პროფესიული დასი, ფინანსური კრიზისის გამო მან ხმოლოდ ერთი წელი იარსება. 1885 წელს მსახიობ კ.მესხის ხელმძღვანელობით უკვე საბოლოოდ დამკვიდრდა როგორც პროფესიული თეატრი. იდგმებოდა ა.წერეთლის, ა.ცაგარელის, ი.ჭავჭავაძის, რ.ერისთავის, ა.ყაზბეგის, უ.შექსპირის და სხვათა პიესები.

განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა ლადო ალექსი-მესხიშბვილის მოღვაწეობა ,რომელიც ქუთაისის თეატრს სათავეში ჩაუდგა და დაამკვიდრა ჰეროიკულ-რომანტიკული მიმართულება. მისი ხელმძღვანელობით აღიზარდა რეჟისო-მსახიობთა მთელი თაობა. შემდეგ წლებში თეატრს ხელმძღვანელობდნენ: ვ.გუნია, ვ.შალიკაშვილი, ა.იმედაშვილი, მ.ქორელი, ვ.ბალანჩივაძე, ნ.ჩხეიძე , კ.ყიფიანი და სხვა.

ქუთაისი ქართული თეატრალური ხელოვნების მექად იქცა 1928-1930 წლებში, როდესაც აქ მოღვაწეობდა ქართული თეატრის რეფორმატორი კოტე მარჯანიშვილი. მის მიერ დადგმული სპექტაკლები კ.გუცკოვის ”ურიელ აკოსტა”, შ.დადიანის ” კაკალ გულში”,ე. ტოლერის ”ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ” მნიშვნელოვანი ეტაპია ქართუილი თეატრის ისტორიაში.

შემდეგში თეატარს ხელმძღვანელობდნენ გ.სულიაშვილი, ვ.აბაშიძე, ა.ჩხარტიშვილი, ი.ზარდალიშვილი. 1940 წელს მიენიჭა თეატრს ლადო ალექსი მესხიშვილის სახელი.

ოფიციალური გვერდი:

http://meskhishvilitheatre.ge

 

ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრი და საკონცერტო დარბაზი

ოპერის შენობა 1946 წელს აშენდა დრამატული თეატრისათვის და 1969 წლამდე სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა. ხოლო 1968წ. 3 ოქტომბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე ისტორიულ შენობაში ბინა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქუთაისის ფილიალმა დაიდო. 1969 წელს არქიტექტორ გივი თოდაძის პროექტით შენობის ძირეული რეკონსტრუქცია განხორციელდა. ოპერის თეატრის დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით ,,აბესალომ და ეთერი“, 1969 წლის 27 დეკემბერს წარსდგა.
საოპერო თეატრის რეპერტუარში წარმოდგენილი იყო ქართველი, რუსი და დასავლეთ ევროპის კომპოზიტორების საოპერო ქმნილებები და ბალეტები. მსმენელის განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ქართულმა რეპერტუარმა კერძოდ: ზ. ფალიაშვილის სამივე ოპერამ, მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერმა“, ვ.დოლიძის „ქეთო და კოტემ“ და რ.ლაღიძის „ლეილამ“ და ა.შ.
წლების მანძილზე ქუთაისის საოპერო თეატრის წარმატება დაკავშირებული იყო მაღალი პროფესიული და აკადემიური დონის მქონე დასის არსებობასთან.
ქუთაისის საოპერო თეატრი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას, ეს იმ ადამინთა ტიტანური შრომის შედეგია, რომლებიც ათეული წლების მანძილზე აყალიბებდნენ და ხვეწდნენ შემოქმედებით კოლექტივს, ამდიდრებენ რეპერტუარს.

ოპერისა სახელმწიფო თეატრის შენობის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის 8 იანვარს დაიწყო და განახლებული თეატრი საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 29 დეკემბერს გახსნა.
ქუთაისის ოპერის თეატრი ვენის ოპერის მცირე ანალოგია, სახურავზე ქუთაისელი მოქანდაკის, გიორგი კიკვიძის მიერ შემნილი 13 რომაული ქანდაკება დგას. რეაბილიტაციის შემდეგ სრულად შეიცვალა ფასადი და შიდა ინტერიერი, დამონტაჟდა გათბობისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემა. განახლდა დარბაზი, თანამედროვე გახმოვანებისა და განათების სისტემებით, რომელიც 453 მსმენელზეა გათვლილი.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2010 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა-შ.პ.ს. „დაგი“ ასრულებს. შენობის რეაბილიტაციაზე 4 მილიონ 800 000-მდე დაიხა

 

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრი

ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა არსებობა 1946 წელს ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრთან არსებული თოჯინების თეატრალური ჯგუფის ბაზაზე დაიწყო. პირველი პრემიერა 1946 წლის 31 დეკემბერს შედგა სპექტაკლით აკაკი ბელიაშვილის ,, თეთრი ფინია’’. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი თეატრის დაარსების ერთ-ერთი თაოსანი სერგო ცაგარეიშვილი გახლდათ, სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა ვ.კიკნაძემ, მუსიკა დაწერა გ.კემულარიამ. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი დოდო ანთაძე გახლდათ. თოჯინების თეატრის შემდგომი ზრდისა და შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერებაში წვლილი მიუძღვით რეჟისორებს ლ.სენგელიას,თ. ლორთქიფანიძეს, ვ.ქუთათელაძეს, ს.ვაჩნაძეს, თ.მესხს, მ.ფურცვხანიძეს, შ.ცუცქირიძეს, ა.ჩხიკვაძეს, მხატვრებს გ.ბერეჩიკიძეს, ვ.კიკვიძეს, ვ.მიზანდარს, ჯ. ფაჩუაშვილს, დ. კოკელიძეს, მ.ციცქიშვილს.
თოჯინების სახეობას მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები აქვს საქართველოში, ის ძირითადად არსებობდა, როგორც საკულტო-რელიგიური ფენომენი და სახალხო სანახაობა. თანამედროვე ქართული თოჯინური ხელოვნება ხალხური საწყისიდან მომდინარეობს. თეატრში დღემდეა შემონახული განსაკუთრებული ოსტატობით წლების განმავლობაში შექმნილი თოჯინური სახეები.

ქუთაისის თოჯინების თეატრი კვლავაც რჩება ბავშვებისათვის, ყმაწვილებისთვის შეუცვლელი მნიშვნელობის საგანმანათლებლო და გასართობ ადგილად. თეატრის რეპერტუარში მრავალი სპექტაკლია, რომელიც თავისი მრავალეფროვნებით, ფსიქოლოგიური სიმართლით, სიტუაციის უტყუარობით მიესადაგება ბავშვთა სამყაროს, ასახავს ისტორიულ წარსულს, კეთილისა და ბოროტის ჭიდილს, ზნეობრივ ეთიკურ მოთხოვნებს.

ბოლო სიახლეები

საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალ ...
2017-10-27 173
ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა ...
2017-10-18 225
ქუთაისში ინფექციურ დაავადებათა სამკ ...
2017-10-07 319
ფოტოკონკურსი ...
2017-10-05 416
ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მობი ...
2017-10-01 377
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text