ტურიზმი

საქართველოს ერთ-ერთი ძველი და მშვენიერი ქალაქი ქუთაისი, ასევე უმშვენიერეს კუთხეში, იმერეთში მდებარეობს. ქალაქი, როგორც დასახლებული პუნქტი აღმოცენდა იქ, სადაც მდ. რიონი თავისი ვიწრო და ღრმა ხეობიდან ვაკეზე გამოდის. ქუთაისი მსოფლიოს უძველეს ქალაქთა რიგს განეკუთვნება.ძველი ბერძნული მითოლოგია და ისტორია მას ე.წ. ,,მინოსის ხანას’’ (ძვ.წ. XVII-XV სს) აკუთვნებს.

სახელგანთქმული ,,არგონავტიკა’’ , რომელიც არანაკლებ 3300 წლის წინანდელ ამბებს მოგვითხრობს, თაავიდან ბოლომდდე მთავარი ,,ჰეგემონი’’ ქალაქის, ქუთაისის გარშემო ტრიალებს.

ანტიკური დროიდან და შემდგომ ფეოდალურ ხანაშიც ქუთაისი ინტენსიურად ინარჩუნებდა დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი, ეგრისი, ლაზეთი) პირველი ქალაქის მდგომარეობას. VI საუკუნეში ქუთაის, როგორც ეგრისის სატახტო ქალაქი, სპარსელებისა და ბიზანტიელების საომარ პოლიგონს წარმოადგენდა. თუმცა ერთმორწმუნე ბიზანტიელების დახმარებით ქართველებმა ქალაქი ისევ უკან დაიბრუნეს. VIII საუკუნიდან იგი ეგრისისა და აფხაზეთის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქია. X საუკუნეში ქალაქის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება. 978 წელს აქ ერთიანი საქართველოს სამეფო ტახტი დაიდგა. მეფედ დაჯდა ბაგრატ III. მან ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოდ ქუთაისში უმშვენიერესი ,, ბაგრატის ტაძარი’’ აღმართა. ერთიანი საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ქუთაისი 124 წლის მანძილზე ინარჩუნებდა.

1089 წელს საქართველოში დავით აღმაშენებლისს მეფობის ხანა იწყება. მან 1122 წელს თბილისი უცხო დამპყრობლებისგან გაანთავისუფლა და სამეფო ტახტიც იქ გადაიტანა . სწორედ ამ დროიდან სრულდება ქუთაისის, როგორც ერთიანი საქართველოს დედაქალაქის ისტორია. აღმაშენებლის მმართველობის დროს ქალაქთან ახლოს, უნიკალური არქიტექტურული ძეგლი ,,გელათის ტაძარი,, აიგო და უმაღლესი სკოლა-აკადემია დაარსდა. მიუხედავად ქვეყნის პირველი ქალაქის სტატუსის დათმობისა, ქუთაისს არასოდეს დაუკარგავს ადგილი საქართველოს ისტორიაში. იგი დღესაც ქვეყნის მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს.

ბოლო სიახლეები

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ...
2017-09-19 64
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო ...
2017-09-18 69
ქუთაისში მშენებელთა დღე აღინიშნა ...
2017-09-16 103
ქუთაისის საჯარო სკოლებში ახალი სასწ ...
2017-09-15 102
ქუთაისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო , ...
2017-09-12 168
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text