გიორგი ჭიღვარია
ქალაქის მერი
დაბადების თარიღი: 1980 წლის 20 აპრილი
დაბადების ადგილი: ქუთაისი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ელ. ფოსტა:

დაიბადა 1980 წლის 20 აპრილს ქ. ქუთაისში;

1986-1995 წლებში სწავლობდა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის მესამე საშუალო სკოლაში;

1995 წელს სწავლა გააგრძელა ქალაქ ქუთაისის ჰუმანიტარულ ლიცეუმში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა;

2002 წელს წარჩინებით დაასრულა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტი;

2002-2003 წლებში გაიარა თურქული ენის შემსწავლელი პროგრამა ანკარის (თურქეთი) უნივერსიტეტის თომერის კოლეჯში;

2003 წლიდან ხარისხის მაძიებლის სტატუსით მუშაობა დაიწყო სადოქტორო ნაშრომზე ანკარის უნივერსიტეტში;

2003-2004 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში;

2010 წელს ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი (სადოქტორო ნაშრომი - „თურქეთის გეოპოლიტიკა მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან“);

არის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

აქვს ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება: იყო ქ. ქუთაისის მუნიციპა¬ლიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქ. ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, დღემდე არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქ. ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;

ბოლო დრომდე იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მოადგილე;

გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო სტატია თუ ნაშრომი პოლიტიკური მეცნიერებების სფეროში;

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბოლო სიახლეები

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ...
2018-01-16 119
ქუთაისის მე-3 ბაგა ბაღს ახალი კორპუ ...
2018-01-15 91
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ძველი ...
2018-01-15 81
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წყა ...
2018-01-13 85
ქუთაისის მე-4 ბაგა ბაღს ახალი კორპუ ...
2018-01-10 109
...............................................................................................................................................................................................................
some_text
some_text
some_text
some_text
some_text
some_text