ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

სკეიტ პარკის მშენებლობა

14 აგვისტო, 2018

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, სკეიტ პარკის მშენებლობის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტს ქუთაისის მერია აფინანსებს. სამშენებლო ტერიტორიაზე უკვე განათავსებულია ე.წ მოდულები, რომელთა მონტაჟიც უკვე დაიწყო.

მშენებლობის პროცესი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დაათვალიერა. მისი თქმით სკეიტ პარკი ქუთაისელ ახალგაზრდებს თვის ბოლოს ექნებათ.

,,5 წელზე მეტია ახალგაზრდები ადგილობრივი თვითმმართველობისგან სკეიტ პარკის მოწყობას ითხოვენ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ეს მოთხოვნა აუცილებლად შეუსრულდებოდათ და მათთვის ქალაქში, კიდევ ერთი გასართობი სივრცე იქნებოდა. სამუშაოები მალე დასრულდება და ქუთაისს ახალი სკეიტ პარკი ექნება,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ

 
გააზიარე