ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

შეხვედრა პოლონეთის დელეგაციასთან

13 სექტემბერი, 2019

ქუთაისის მერიაში პოლონეთის დაძმობილებული ქალაქ პოზნანის დელეგაცია იმყოფებოდა. პოზნანის მხარეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები წარმოადგენდნენ. შეხვედრას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე უძღვებოდა.
ძირითადი თემა გაცვლით პროგრამებში მოსწავლეების ჩართვა იყო. როგორც უკვე ცნობილია, პოლონური მხარის ინიციატივით გაცვლით პროგრამაში ქუთაისში არსებული კადეტთა ლიცეუმის კურსანტები ჩაერთვებიან.

გააზიარე