ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

შენი იდეა შენი ქალაქისთვის

31 ივლისი, 2019

ქუთაისის მერია, მოქალაქეების მონაწილოებითი ბიუჯეტირების განხორციელებას იწყებს. მონაწილეობითი ბიუჯეტირება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს საშუალებას აძლევს, წარმოადგინონ საკუთარი იდეები ქალაქის კეთილმოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებით.

იდეები შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ სფეროებს: სოციალური, სპორტი, ახალგაზრდული საქმეები, შშმ პირების საჭიროებები, განათლება და ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში შემავალი სხვა საკითხები.

მონაწილეობით ბიუჯეტირებას სხვდასხვა ეტაპები აქვს 1. წინადადებების მიღება, რომელიც მიმდინარე წლის 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

2. მერის მრჩეველთა საბჭოს მიერ იდეების შესწავლა და შეფასება. უმაღლესი შეფასების მქონე იდეების საჯარო კენჭისყრა, რომელიც 9 ოქტომბრიდან 1 ნოემბრამდე მოხდება. 3.საპროექტო განაცხადის შეტანა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს საინიციატივო ჯგუფს ან იურიდიულ პირს.

გააზიარე