ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

სასკოლო ოლიმპიადა ქუთაისში

25 ოქტომბერი, 2019

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2020-ის მუნიციპალური ტურნირი გაიხსნა. პირველი შეჯიბრებები ფრენბურთსა და გეზმრბენში ჩატარდა. ოლიმპიადის გახსნას ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა რიჟამაძე დაესწრნენ. ოლიმპიადა მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებით ეწყობა. მასში ქალაქის მასშტაბით 45 საჯარო და კერძო სკოლის, გოგონათა და ვაჟთა 220 გუნდია ჩართული. შეჯიბრებები სპორტის 8 სახეობაში გაიმართება. გამარჯვებული გუნდები რეგიონულში, შემდეგ ზონალურ და ეროვნულ ტურებში იასპარეზებენ. გამარჯვებული სკოლების მოსწავლეები კი საქართველოს სახელით მსოფლიო ოლიმპიადაზე გავლენ.

გააზიარე