ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

17 მაისი, 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დღის წესრიგით განსაზღვრული სამი საკითხი იქნა წარმოდგენილი.

კომისიის წევრებმა ანგარიშის სახით დღეს ორი სამსახურის მიერ, 2018 წელს გაწეული სამუშაოები და 2019 წელს დაგეგმილი ღონისძიებები უშუალოდ ხელმძღვანელებისგან მოისმინეს. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და მერიის სამხედრო სამსახურის ხელმძღვანელებმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ დეპუტატების კითხვებსაც უპასუხეს.

კომისიის წევრებმა დღესვე მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელსაც მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს ინფორმაცია ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების შესახებ მიაწოდა.

სხდომას საკრებულოს საფინანსო- საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი უძღვებოდა.

გააზიარე