ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

საავტომობილო გზების დეპარტამენტიო ამ დროისთვის ქუთაისში 5 ქუჩის რეაბილიტაციას ახორციელებს

30 ივლისი, 2019

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ მოადგილეებთან, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესა და საავტომიბილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, იმ 5 ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელსაც ამ დროისთვის ქუთაისში საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

კერძოდ ნინოშვილის, შარტავას, ჯავახიშვილის, გუგუნავასა და ბუხაიძის ქუჩებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

საავტომობილო გზების დეპრატამენტი, მთავრობის განკარგულებით აღნიშნულ 5 ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე ეტაპობრივად დასრულდება.

მიმდინარე წელს სამუშაოების დაწყება ასევე დაგეგმილია დამატებით 5 ქუჩაზე: აღმაშენებლის, წერეთლის, თავისუფლების,საიათნოვას, ნიკეას ქუჩისა და სულხან საბას გამზირის დამაკავშირებელი გზებზე. დაგეგმილი პროექტების ჯამური სავარაუდო ღირებულება 18 მილიონი ლარია.

ქუჩების რეაბილიტაციის ფარგლებში, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა წყალგამტარი მილები , ბორდიურები, ტროტუარები და საგზაო ნიშნები.

გააზიარე