ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება

19 აგვისტო, 2019

ქუთაისში რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ნაწილი დასრულების ფაზაშია. ამ ეტაპზე ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. კაპიტალურად კეთდება როგორც გზა, ასევე ტროტუარები და სანიაღვრე სისტემა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა. რუსთაველის გამზირზე დამონტაჟდა ავარიის საწინააღმდეგო გამაფრთხილებელი სანათებიც, რაც უფრო უსაფრთხოს გახდის ავტომობილების გადაადგილებას. ქუჩის სრულ რეაბილიტაციას შპს „ორიენტირი“ ახორციელებს.

გააზიარე