ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში ნიკეას პირველი შესახვევის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

17 მაისი, 2019

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის უფროსთან ბექა ყურაშვილთან და ნიკეას მაჟორიტარ დეპუტატ კახა ბოჭორიშვილთან ერთად, ნიკეას ქუჩის პირველ შესახვევში მიმდინარე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ძირითადი სამუშაოები, რომელსაც შპს "დაგი პლიუსი" აწარმოებს, დღის ბოლოს დასრულდება.

გზის საფარის მოწესრიგებისთვის რეგიონული განვითარების ფონდიდან 350 000 ლარი გამოიყო.

"ათეული წლები მოსახლეობას აწუხებდა ეს პრობლემა, დღის ბოლოს დასრულდება ძირითადი სამუშაოები და მალე მოქალაქეები აღნიშნულ ქუჩაზე კომფორტულად შეძლებენ გადაადგილებას"- განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

გააზიარე