ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს

13 სექტემბერი, 2019

ქუთაისში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების საძირკველში განთავსებული წყალმომარაგების მილების შეცვლის სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებული და მოძველებული მილები წლების მანძილზე მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენდა, რადგან ხდებოდა სარდაფების დატბორვა. გაერთიანებული წყალმომარაგების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად 296 მაღლივი კორპუსის სარდაფში წყლის მილები სრულად შეიცვლება (ჰორიზონტალური დგარი).

ნიკეას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დღეს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ მაჟორიტარ დეპუტატთან, კახა ბოჭორიშვილთან და მერის წარმომადგენელთან, მიხეილ ნავაძესთან ერთად დაათვალიერა.

"წყალმომარაგების კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაოების შედეგად სარდაფებში განთავსებული მილები უკვე 60 კორპუსში გამოიცვალა. ეს იყო რამდენიმე წლიანი პრობლემა რომელიც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებდა. სამუშაოები წელს დასრულდება და ეს პრობლემა 296 კორპუსში მოგვარდება. პროექტის ღირებულება 80 788 120 ლარს შეადგენს და აზიის განვითარების ბანკის მიერ არის (ADB) დაფინანსებული." - აღნიშნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი შენგელიამ.

გააზიარე