ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

26 მაისი, 2019

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებით დაიწყო. დღეს ეროვნული გმირის დაბადების დღეა. ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის მოადგილემ, საკრებულოს წევრებმა და ჩოხოსნებმა, მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მძიმე ტექნიკაა გამოფენილი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

ქალაქის ისტორიულ და ტურისტულ უბანში, 26 მაისთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 11:00-დან 18:00 საათამდე ღონისძიებებს მართავს.

ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები.

19:00 სთ-ზე კი ქართველი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, გალა კონცერტი გაიმართება.

გააზიარე