ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში სკვერი მოეწყობა

11 ოქტომბერი, 2019

ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში სკვერი მოეწყობა

ქუთაისის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სკვერში უნდა დამონტაჟდეს ძელსკამები, სათამაშო და სპორტული მოწყობილობები, შადრევანი , ველოსიპედის სადგომი. გათვალისწინებულია ყველა ის აუცილებელი მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მცირეწლოვანი ბავშვებისა და მოზარდების გართობას, სპორტულ აქტივობას.

ასევე შეიქმნება დასასვენებელი სივრცეები.

სკვერის მოსაზღვრედ აშენებულია ავტოფარეხები , რომლის დასაფარად მოეწყობა კედელი, რაც იძლევა შესაძლებლობას, რომ შემდგომში მოიხატოს.

​სულხან-საბას ("ავანგარდის დასახლება") ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში სკვერის მოსაწყობად 524 165 ლარია გამოყოფილი. სატენდერო წინადადებების მიღება 30 ოქტომბერს

https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=651783&code=1570633065&fbclid=IwAR0w2LRK19G0q55Scmvwsr6XxHMQACXzaZI4pmXD8gV62gMbdK4Q2HtPZCk

გააზიარე