ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში, 2020 წელს სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება

30 ივლისი, 2019

ქუთაისში, 2020 წელს სპორტული სკოლების და სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის 2 170 000 ლარი დაიხარჯება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება კრივის, ძიუდოს და ჭიდაობის დარბაზებს, ასევე ნიჩბოსნობის კომპლექსურ სკოლას, რისთვისაც 1 300 000 ლარია გათვალისწინებული.

ამის შესახებ ქუთაისის მერმა, მედიის და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

გიორგი ჭიღვარიას თქმით, ასევე დაგეგმილია კულტურულ სახელოვნებო დაწესებულებების რეაბილიტაცია, რისთვისაც 870 000 ლარი დაიხარჯება. საუბარია სახელოვნებო, ასევე მეორე, მესამე და მეოთხე მუსიკალურ სკოლებზე.

გააზიარე