ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისში 19 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 აგვისტო, 2019

ქუთაისის 38-ე და მე-40 საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან ერთად დაათვალიერა. ქუთაისის 38- ე საჯარო სკოლის ყველა სართულზე მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სველი წერტილები წესრიგდება. მე-40 საჯარო სკოლაში კი სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია ტარდება. ასევე მოხდება სახურავის კაპიტალური შეკეთება. 
ქუთაისის საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მთავრობის განკარგულებით ხდება და მასზე 2 მილიონი ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაციის პროცესი ერთდროულად 19 სასწავლებელში მიმდინარეობს.

გააზიარე