ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები თურქეთში გაემგზავრნენ

19 სექტემბერი, 2019

ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანი ფეხბურთელები თურქეთში გაემგზავრნენ საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. თურქეთის ქალაქ ბანდირმში სამი დღის მანძილზე 8 ქვეყნის ვეტერანი გუნდი შეხვდება ერთმანეთს. ვეტერანი ფეხბურთელები თურქეთში ქუთაისის ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა ლევან კინწურაშვილმა გააცილეს. ტურნირში მონაწილეობა ქუთაისის მერიამ დააფინანსა.

გააზიარე