ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტის პრეზენტაცია

19 სექტემბერი, 2019

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამშენებლო პროცესს დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფონდ „ქართუს“ ხელმძღვანელები, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანელი მეცნიერები გაეცნენ.

ქუთაისისთვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაარსების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. პროექტს, რომლის პრეზენტაცია 2016 წლის 8 სექტემბერს გაიმართა, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად ფუძნდება. საგანმანათლებლო სივრცე სტუდენტების პირველი ნაკადის მისაღებად 2020 წლის სექტემბერში იქნება მზად. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოდელი შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით. უნივერსიტეტი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

დღესვე სასტუმრო ბაგრატი ,,1003-ში" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. ქუთაისის მერის განაცხადებით, ეს იქნება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც ქალაქს განსაკუთრებულ სტატუსს შესძენს და ის რეგიონის მასშტაბით გახდება საგანმანათლებლო სამეცნიერო ჰაბი.

პრეზენტაციაზე ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძემ ისაუბრა სამომავლო გეგმებზე ქალაქის მიერ განსახორციელებელ უნივერსიტეტის მხარდამჭერ ღონისძიებებზე.

გააზიარე