ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომა.

3 ივლისი, 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი ექვსი საკითხი განიხილეს. სხდომას კომისიის თავმჯდომარე ვლასი გარდაფხაძე უძღვებოდა.

1. ,,ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების, მერიის საჯარო მოსამსახურეთა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების, რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ.

3. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალური სივრცის დაგეგმარების გეგმის შემმუშავებელი ერთობლივი საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის შესახებ.

4. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქუთაისის არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს“ მიერ დაჩქარებული და ექსკლუზიური მომსახურების გაწევისა და მათზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ.

5. „ქალაქ ქუთაისში მშენებლობის/გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა/ ნებართვისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ.” ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება.

6. „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 27 დეკემბრის N8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.

გააზიარე