ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

7 ნოემბერი, 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეების ორმხრივ ინტერესს, ხელი შეუწყონ სტუდენტების მიერ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ რეალიზებას. მათი კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, იურიდიული განათლების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორმა ლელა ქელბაქიანმა.

გააზიარე