ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაო ვიზიტით, ჰოლანდიის ქალაქ დელფის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიდო ტენ დოლე ეწვია.

5 აგვისტო, 2019

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაო ვიზიტით, ჰოლანდიის ქალაქ დელფის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისა და ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიდო ტენ დოლე ეწვია.

ვიზიტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებობების გაცნობა და ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება საინვესტიციო დოკუმენტის მომზადების კუთხით.

სტუმარს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ქუთაისის საინვესტიციო შესაძლებლობებს.

ჰოლანდიელი ექსპერტი მერიაში ერთი კვირა იმუშავებს. მისი ვიზიტი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში იმართება.

გააზიარე