ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერმა მრჩევლთა საბჭოს და მედიის წარმომადგენლებს 2019 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ანგარიში წარუდგინა

30 ივლისი, 2019

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, მოადგილეებთან ერთად, მედიისა და მრჩეველთა საბჭოს წარმომადგენლებს, დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

მერმა ანგარიშში, ქუჩებზე დასრულებულ რეაბილიტაციაზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

ანგარიშში მოხვდა, როგორც მერიის მიერ და რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები, ასევე ის ქუჩებიც, სადაც სამუშაოებს საგზაო დეპარტამენტი ახორციელებს.

გააზიარე