ცხელი ხაზი:(0431) 24-26-51 ან 595250309

ქუთაისის მერმა ღვაწლმოსილ ქუთაისელებს უმასპინძლა

12 იანვარი, 2021

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა და ა(ა)იპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელებთან ერთად, ქალაქის მერიაში ღვაწლმოსილი ქუთაისელები მიიღო .

მე-16 საჭადრაკო სკოლის დირექტორს, წარმატებულ მწვრთნელს ნიკოლოზ მანაგაძეს, საჭადრაკო სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ქუთაისის მერის საპატიო სიგელი გადაეცა, ხოლო მუსიკოს დავით ჯანელიძეს, მოსწავლე- ახალგაზრდობის სასახლეში მუსიკალური აღზრდის საქმეში გაწეული ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, ღვაწლმოსილი ქუთაისელის საპატიო წოდება მიენიჭა.

„ვულოცავ ბატონ დავითს და ბატონ ნიკოლოზს მათი ღვაწლის კიდევ ერთხელ აღიარებას და დაფასებას! დიდია მათი წვლილი ქუთაისის წარმატებულ კულტურულ და სპორტულ ცხოვრებაში. ნიკოლოზ მანაგაძის და დავით ჯანელიძის აღზრდილებმა არაერთხელ ასახელეს ჩვენი ქალაქი,!“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

გააზიარე